ეკონომიკამოგზაურობა

ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება

ორშაბათიდან, 28 მარტიდან ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდება. რეისებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს.

აეროპორტების გაერთიანების განცხადების თანახმად, საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ციფრული  ფორმა(DPLF) –  ონლაინ შევსებული სპეციალური კითხვარი, კოვიდ პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან კონსულტაციების შედეგად ავიაკომპანია რომსა და ქუთაისს შორის საჰაერო მიმოსვლას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისშივე აღადგენს. პირველ ეტაპზე ერთი სიხშირით, თუმცა ზაფხულის ტურისტულად აქტიურ სეზონზე სიხშირეების რიცხვი დიდი ალბათობით გაიზრდება. ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირი გზით იტალიის ორ ქალაქში მილანსა და რომში იქნება მოხვედრა შესაძლებელი“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპის 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ასრულებს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისიდან „ვიზეარი“ პირდაპირ რეგულარულ რეისებს იტალიის მეორე ქალაქში – მილანშიც ასრულებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close