საქართველო
„სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ჯარები უკრაინაში დამატებით ძალებად გადაჰყავს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეამჩნია საქართველოს ტერიტორიიდან სამხედროების გარკვეული რაოდენობის გადაადგილება“, – უთხრა აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ პენტაგონს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა რაოდენობის ჯარისკაცები ან რა ვადით გაიყვანა ოფიციალურმა მოსკოვმა.
„ჩვენ ახლა გვაქვს ნიშნები, რომ მათ საქართველოდან უკრაინის მიმართულებით გაჰყავთ ძალები“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა.
„სიენენი“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები საქართველოში მას შემდეგ იყვნენ განლაგებულნი, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა 2008 წელს.
1tv.ge
კომენტარები