პოლიტიკატექნოლოგიები

ANONIMOUS-ის თქმით, დაიწყო რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა გამოქვეყნება

ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია, 28GB-ის მოცულობის მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტების ბმულები Anonymous-ის ტვიტერის ანგარიშზეა მითითებული.

ჰაკერები აცხადებენ, რომ დოკუმენტები ინტერნეტის სხვადასხვა წერტილში დაგზავნეს და თუკი მათ ცენზურას დაუქვემდებარებენ, ჰაკერები ახალ ბმულებს გამოაქვეყნებენ.

ინტერნეტში გამოჩნდა ასობით სააუდიტორო დასკვნა და მონაცემები ბანკების მფლობელების შესახებ. თავად ჰაკერები აცხადებენ, რომ მათთვის უკვე ხელმისაწვდომია ცენტრალური ბანკის „საიდუმლო შეთანხმებები“.

Anonymous-მა ასევე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი.

„პუტინო, შენი არცერთი საიდუმლო არ არის დაცული. ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ ვართ შენს სასახლეში, ჩვენ ვართ იქ, სადაც ჭამ, ჩვენ შენს მაგიდას ვუსხედვართ, ჩვენ შენს საძინებელში ვართ. ვაქვეყნებთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ასობით დოკუმენტს: შეთანხმებებს, წერილებს, ტრანზაქციებს, შენი ოლიგარქების სავაჭრო საიდუმლოებს, ეკონომიკურ ანგარიშებს, რომლებსაც საზოგადოებას უმალავენ“, – ნათქვამია ვიდეოში.

ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეს გამოაცხადა, რომ კიბერთავდასხმებს განახორციელებს რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებებისა და მედიის საიტებზე. იერიშები განხორციელდა კრემლის, სახელმწიფო დუმის, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა დაწესებულებათა საიტებზე.

radotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close