მსოფლიოსაზოგადოება

ვლადიმირ პუტინის „იუპიტერზე გასაგზავნად“ თანხა გროვდება – რატომ მაინცდამაინც იუპიტერი?

რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი Putler.gov.ua, რომელიც, როგორც გვერდზე ვკითხულობთ, დონაციისთვისაა შექმნილი. დონაციის „მიზანი“ კი რუსეთის პრეზიდენტის „იუპიტერზე გაგზავნაა“.

„გაიღეთ შემოწირულობა და დაგვეხმარეთ, ავაშენოთ რაკეტა, რომელიც სისხლიან დიქტატორს შორს წაიყვანს. რატომ იუპიტერი? რადგან ის გაზის გიგანტების ტიპის პლანეტაა და ყველაზე დიდია მზის სისტემაში“, – აღნიშნულია ვებგვერდზე.

როგორც ინტერნეტმასალებიდან ირკვევა, ვებგვერდი უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ შექმნა.

პროექტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ამ უწყების ხელმძღვანელმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა და მსურველებს დონაციისკენ მოუწოდა.

ხუმრობით შეფუთული პროექტის რეალური მიზანი კი სერიოზულია: როგორც მინისტრი მიუთითებს და როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, თანხა უკრაინის ჯარისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გროვდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close