მსოფლიოსაზოგადოება

რემბო – მაწანწალა ლეკვი, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს „იცავს“ (ვიდეო)

უკრაინელი სამხედროების ჯგუფში საყვარელი მაწანწალა ლეკვიც გამოჩნდა, სახელად რემბო. ჯარისკაცებმა „წვევამდელი“ ლეკვი ქუჩაში იპოვეს და მისი შეფარება გადაწყვიტეს. „ძალიან ვღელავდით მასზე. გარეთ ციოდა და თან წავიყვანეთ“.

მართალია, რემბო ერთი პატარა ლეკვია, რომელსაც ჯერ საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია, მაგრამ სამხედროები მას მაინც „მფარველს“ უწოდებენ. ეს მფარველობა კი მის მგრძნობელობაში გამოიხატება – ჯარისკაცების თქმით, ის ყოველთვის გრძნობს უცხო ადამიანის სიახლოვეს და ამას მათ ამცნობს.

ომში ყველას თავისი იარაღი აქვს… შესანიშნავი სმენა კი შესაძლოა, საუკეთესო ფიზიკური დაცვა იყოს, რისი შეთავაზებაც ლეკვს შეუძლია. გარდა ამისა, რემბო მთელ ჯარს მორალურად აძლიერებს – ბნელ, მძიმე დღეებში მისი უპირობო სიყვარული ყველასთვის ერთგვარი შვებაა.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close