ფსიქოლოგია

თქვენი საყვარელი ფერი და პიროვნული თავისებურებები: ფსიქოლოგიური დახასიათება

როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, ადამიანის საყვარელი ფერი მის ხასიათს შეესაბამება.
წაიკითხეთ და გაეცანით თქვენი ან თქვენი ახლობელი ადამიანის დახასიათებას საყვარელი ფერის მიხედვით.

თეთრი – სიწმინდისა და სრულყოფილების სიმბოლოა. ამ ფერს უმეტესად მოწესრიგებული და გულწრფელი ადამიანები ირჩევენ.

შავი – ეს ფერი იდუმალებით მოცულ ადამიანებს უყვართ. მათი შინაგანი მდგომარეობის გაგება ადვილი არაა. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას უმეტესად დისტანციას იჭერენ. ისინი ელეგანტურები არიან და შესანიშნავი გემოვნება აქვთ.

ლურჯი – თუ შენი საყვარელი ფერია, ნიშნავს, რომ ურთიერთობებში ყველაზე მეტად ჰარმონიას აფასებ. ლურჯი ფერი ერთგულ ადამიანებს უყვართ. სამწუხაროდ, მათთვის სტერეოტიპებისგან გათავისუფლება რთულია, სამაგიეროდ რასაც აკეთებენ, ყველაფერს ლაზათიანად აკეთებენ.

მწვანე – ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები აქტიურნი და კომუნიკაბელურნი არიან, ადვილად ეგუებიან ცვლილებებს და ფულთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აქვთ; ასევე, ლოგიკურად მოქმედებენ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ.

ნარინჯისფერი – ამ ფერის მოყვარულები მხიარული, აქტიური ადამიანები არიან. ხანდახან დრამატიზებაც უყვართ, მაგრამ ეს ყოველთვის მინუსი არ არის. ასეთ ადამიანებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ.

ვარდისფერს უმეტესად ნაზი და რბილი ხასიათის ქალები ანიჭებენ უპირატესობას. მათ ურთიერთობებში საყრდენი და მხარდამჭერი სჭირდებათ. ვარდისფრის მოყვარულები უმეტესად კარგი და მოყვარული მშობლები არიან.

იისფერი – ეს შემოქმედი ადამიანების საყვარელი ფერია. ის ასევე ამბიციურობასა და დამოუკიდებლობაზე მეტყველებს. იისფრის მოყვარულები კარგი, საიმედო ადამიანები არიან.

ყავისფერი – ამ ფერს უპირატესობას არცთუ ბევრი ადამიანი ანიჭებს,  მაგრამ ვისაც ეს ფერი უყვარს, შრომისმოყვარენი, მომთმენნი არიან, აქვთ შესანიშნავი იუმორის გრძნობა.

წითელი – სისხლსავსე, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებების საყვარელი ფერია. ხანდახან ეს ადამიანები „ფეთქებადი“ ხასიათით გამოირჩევიან, მაგრამ წყენა, როგორც წესი, მალე გადაუვლით ხოლმე. წითელი ფერის მოყვარულთან არასდროს მოიწყენ. ისინი ყოველთვის დასახული მიზნისკენ მიდიან და თავიანთ ოცნებებს რეალობაში ახორციელებენ.

ნაცრისფერი – ესაა „დაცვა“ და „საიმედო“, სწორედ ასეთები არიან ამ ფერის მოყვარული ადამიანები. მათ არ უყვართ კამათი, უყვართ მარტოობა და საკუთარ თავთან არასდროს იწყენენ.

ყვითელი – ფართო თვალსაწიერისა და ნათელი წარმოსახვის მქონე ადამიანების საყვარელი ფერია. ხშირად ისინი პერფექციონისტები არიან. ასეთ ადამიანებს იუმორის გრძნობით გამოარჩევთ, არიან ორიგინალურები.

P. S. თუ ადამიანს რამდენიმე ფერი ერთნაირად მოსწონს და რომელიმეს გამორჩევა უჭირს, ეს მოწმობს, რომ ადამიანი სხვადასხვანაირია და ვითარებიდან გამომდინარე იცვლება. და ეს სრულებით ნორმალური მოვლენაა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close