fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც კიევში პურს აცხობს და უფასოდ არიგებს, რუსი მეტოქე ბეჭებზე დადო (ვიდეო)

შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) ქართველი მებრძოლი მირო ვანაძე ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს.

„ომი როცა დაიწყო, შემეძლო საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ წამოვედი. დღეს მე აქ ვიბრძვი, როგორც უკრაინელი. როგორც სპორტსმენი რამეს თუ წარმოვადგენ, ეს უკრაინის დამსახურებაა. ჩავთვალე, რომ საქართველოში დაბრუნების დრო ახლა არ არის.

ჩემი ოჯახი ეკომიგრანტია, გურიაში ჩაგვასახლეს, მერე მე ბათუმში წამოვედი“, – ამბობს მირო ერთ-ერთ ინტერვიუში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მირო ვანაძე 5 წელია უკრაინაში ვარჯიშობს და შერეულ ორთაბრძოლებში MMA განაგრძობს ასპარეზობას.

MMA-ს ამომავალმა ქართველმა  ვარსკვლავმა,როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, 7 ბრძოლა ზედიზედ მოიგო.

ის ყველა ბრძოლაში საქართველოს სახელით, ქართული დროშის ქვეშ ასპარეზობს და WWFC ორგანიზაციაში სატიტულო ბრძოლისათვის ემზადება. ქართველ მებრძოლს დიდი შანსები აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც UFC-ში გეგმავს გადასვლას.

6 მარტს მირომ კიდევ ერთხელ იასპარეზა წარმატებით და რუსი მეტოქე დაამარცხა. მირომ ეს გამარჯვება უკრაინასა და საქართველოს მიუძღვნა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close