fbpx
პოლიტიკატექნოლოგიები

„ჩვენ ვიწყებთ ოპერაციას სპეციალურად თქვენთვის“ – ANONYMOUS-ი პუტინს „მისივე ბინძური ფულით“ გაგუდვას ჰპირდება (ვიდეო)

ჰაკერების დაჯგუფებამ, რომლებიც თავს Anonymous-ს უწოდებს, რუსეთს „კიბერომი“ გამოუცხადა. მათ უკვე გატეხეს რამდენიმე რუსული სამთავრობო საიტი და ათასობით საიდუმლო ფაილი გაასაჯაროვეს. დღეს მათი სამიზნე პირადად ვლადიმირ პუტინი გახდა.   

„Anonymous-ის რისხვა დაგატყდებათ თქვენ და თქვენს კორუმპირებულ ძაღლისშვილებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია!“- ამბობს ჰაკერების სპიკერი ვიდეომიმართვაში და მოუწოდებს სხვა ჰაკერებს შეუერთდნენ მათ ამ ბრძოლაში: „დროა მოვაკეტინოთ პუტინს და მისივე ბინძური ფულით გავგუდოთ, ეძებეთ ყველა კუთხე-კუნჭულში და ქვა ქვაზე არ დატოვოთ!“

Anonymous-ის ჰაკერების მიმართვა ვლადიმირ პუტინს:

„გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ ველოდით პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, მაგრამ თქვენ დროს წელავთ, ჩვენი მოთმინება კი იწურება. როგორც ჩანს, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ არ შეგვიმჩნიოთ, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ოპერაციას სპეციალურად თქვენთვის – ეს ერთგვარი საჩუქარია.

ალბათ გახსოვთ, როგორ გატეხა 2018 წელს ჩვენმა დაჯგუფებამ Рoскомнадзор-ის საიტი, ბატონო პუტინ, გახსოვთ როგორ ასროლინეს კუდით ქვა ავღანელებმა რუსებს? ახლა „ანონიმუსმა“ გამოაქვეყნა თავდაცვის სამინისტროს საიტის მონაცემები, ეს ბაზა შეიცავს ელექტრონულ ფოსტებს და პაროლებს, ყველაფერი ეს ახლა ტვიტერშია. თქვენი მუქარა შვედეთის და ფინეთის მისამართით ჩავარდა.

დღეს ჩვენ გავტეხეთ ანტიმონოპოლიური სამსახურის, კრემლის, Russia Today-ის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა სამთავრობო საიტები. თქვენ ეს უბრალო დამთხვევა გგონიათ, ვლადიმირ პუტინ?ჩვენ არ ვთვლით ასე, ჩვენ ვაპირებთ გავასაჯაროვოთ, რაც წლობით იყო საიდუმლო. „ანონიმუსის“ რისხვა დაგატყდებათ თქვენ და თქვენს კორუმპირებულ ძაღლისშვილებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია! როცა ჩვენ იმ სიბინძურეს ვიპოვით, რომელსაც თქვენ მალავთ საზოგადოებისგან და რომლითაც ვერაგულად ატყუებთ ხალხა, არცერთი „ჩონჩხი“ არ დარჩება ხელუხლებელი.

ჩვენ ახლა თქვენგან მოვითხოვთ, აღადგინოთ უკრაინელი ერის უფლებები და წახვიდეთ პრეზიდენტის პოსტიდან! თქვენ ვერ შეძელით რუსეთის მოსახლეობის დაცვა, თქვენ არ შეასრულეთ სამოქალაქო და მორალური ვალი სახელმწიფო მოხელის ამპლუაში. თქვენივე ტყუილით ზურგში დანა ჩასცხეთ მათ, ვისი მართვაც გინდოდათ.

მოვუწოდებთ ყველა ჰაკერს: დროა მოვაკეტინოთ პუტინს და მისივე ბინძური ფულით გავგუდოთ, ეძებეთ ყველა კუთხე-კუნჭულში და ქვა ქვაზე არ დატოვოთ!

ვლადიმირ პუტინ, ჩვენ საკმარისი დრო მოგეცით, რათა დაფიქრებულიყავით ჩვენს მოთხოვნებზე!შემოგთავაზეთ ვარიანტები, მაგრამ თქვენ უფრო დიდი ომი გააჩაღეთ, ჩვენ არასოდეს გაპატიებთ ტყუილს და არ დავივიწყებთ მათ, ვისი სისხლითაც ხელები გაქვთ გასვრილი!

უკვე ძალიან გვიანია, მოემზადეთ შურისძიებისთვის“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში

რას და ვის წარმოადგენს Anonymous-ი?

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ის წევრები აცხადებენ, რომ იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ და თავიანთ თავს „ჰაკტივისტებს“ უწოდებენ. მათი მტკიცებით, თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა თუ ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.

„ანონიმებს“ მიაწერენ მსოფლიოს მთავრობებზე განხორციელებულ ათეულობით კიბერშეტევას. მათ გაუთიშავთ აშშ-ის, ისრაელის, ტუნისის, უგანდისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებების საიტები. კორპორაციებს შორის კი  აზარალეს  PayPal-ი, MasterCard-ი, Visa და Sony.

„ანომიმების“ მტკიცებით, მათი მიზანია ებრძოლონ უსამართლობას, „დაიცვან სუსტები ძლიერებისგან“ და „მისცენ ხმა უხმოებს“. ამ სულისკვეთებას არ იზიარებენ მსოფლიო ხელისუფლებები. წლების განმავლობაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ნიდერლანდსა და თურქეთში ათეულობით „ანონიმი“ დააკავეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close