fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალია პირბადეზე უარს აპრილის შუა რიცხვებიდან იტყვის, „გრინ პასიც“ ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდება

იტალიაში პირბადის ტარების ვალდებულება დახურულ საჯარო სივრცეები, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან, აღდგომის შემდეგ მოიხსნება. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ განაცხადა. ღია სივრცეში პირბადე იტალიაში 11 თებერვლის შემდეგ აღარ არის სავალდებულო.

მართალია, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და  ექსპერტები და ევროპის წამლის სააგენტო /EMA მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესება ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას ქმნის. იტალიაში მეხუთე კვირაა აშკარაა Covid-19-ით დაავადების შემთხვევების რაოდენობის შემცირების შეუქცევადი ტენდენცია, აგრეთვე, მცირდება ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა, ქვეყანა თანდათან დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რეჟიმს.

მიმდინარე წლის 31 მარტს იტალიაში პანდემიის გამო 2020 წლის გაზაფხულზე დაწესებული და რამდენჯერმე გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ვადა იწურება.

სილერის თქმით, ეს იქნება „სიმბოლური თარიღი პანდემიის მწვავე ფაზის დასრულებისა და ნორმალური ცხოვრების თავიდან დაწყებისა“. სწორედ 31 მარტის შემდეგ დაიწყება შეზღუდვების თანდათან გაუქმება, რაც საბოლოოდ მათ სრულ მოხსნამდე მიგვიყვანს, ე. წ. მწვანე სერტიფიკატის (green pass) ჩათვლით.

31 მარტის შემდეგ ერთ-ერთი პირველი შეზღუდვა, რომელიც მოიხსნება, იქნება დისტანციის მოთხოვნის გაუქმება და სტადიონებზე ისევ დასაშვები იქნება 100%-იანი დატვირთვა; აგრეთვე, იგეგმება სამუშაოზე ე. წ. „სუპერ გრინ პასის“ არმქონე მოქალაქეების დაშვების აკრძალვის მოხსნა. როგორც ცნობილია, ასეთი სერტიფიკატი შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ აცრილებმა, ან კოვიდგადატანილებმა, რომლებსაც ანტისხეულები აქვთ. „სუპერ გრინ პასის“ მოთხოვნა სამუშაო ადგილებზე პირველი აპრილიდან არა, მაგრამ აპრილში მოიხსნება – განაცხადა სილერიმ. თავის მხრივ, სენატის სამუშაო კომისიის აზრია, რომ ეს შეზღუდვა პირველი აპრილიდან უნდა მოიხსნას, რაც ჩაწერილია 2022 წლის N1 დეკრეტი-კანონის დასკვნაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close