ეკონომიკაპოლიტიკა

ესტონური მაღაზიები „ბორჯომს“, როგორც რუსულ პროდუქტს, გაყიდვიდან იღებენ

ესტონეთის სავაჭრო ქსელები აცხადებენ, რომ „ბორჯომის“ მინერალურ წყალს გაყიდვიდან ამოიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

„ბორჯომის მინერალურ წყალზე შეკვეთებს ვწყვეტთ და უახლოეს დღეებში გამოვიტანთ ბაზრიდან. გადაწყვეტილება ეფუძნება ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. ჩვენ არ ვთანამშრომლობთ სანქციების სიაში მყოფ მომწოდებლებთან. ჩვენს მაღაზიებში ბელორუსული და რუსული წარმოშობის საქონლის ყიდვა შესაძლებელი აღარ არის“, – ამბობს Maxima-ს კომუნიკაციისა დეპარტამენტის დირექტორი, ერნესტა დაპკიენე.

კიდევ ერთმა სავაჭრო ქსელმა Rimi-მ განაცხადა, რომ „ბორჯომის“ მინერალური წყლის შეკვეთებს აჩერებს და გაყიდვიდან იღებს.

2013 წელს ინა გუდავაძემ „აიდიეს ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი Alfa Group-ს მიყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.

კომპანია ფიგურირებს TI-ს კვლევაშიც, როგორც რუსული კომპანია. „აიდიეს ბორჯომი“ მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზეა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

2021 წლის ივნისამდე საქართველოს ფილიალის დირექტორიც რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close