პოლიტიკაიტალია

იტალიაში კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაცია მიმდინარეობს

იტალიის პოლიციამ კრემლთან დაახლოებულ რამდენიმე პირს ვილები და იახტები ჩამოართვა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩამორთმეული ქონების საერთო ღირებულება 143 მილიონი ევროა.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსი ოლიგარქები – ალიშერ უსმანოვი და ვლადიმერ სოლოვიოვი, აგრეთვე, ალექსეი მორდაშოვი და გენადი ტიმჩენკო.

რუსეთის ყველაზე მდიდარი ოლიგარქის – ალექსეი მორდაშოვისა იახტა Ledi M (მისი ცოლის ინიციალია) 65 მეტრია და 55 მლნ დოლარი ღირს, პუტინთან დაახლოებული გენადი ტიმჩენკოს იახტა Lena 40 მეტრის სიგრძისაა და მისი ფასი 50 მლნ დოლარია.

იტალიის ფინანსური გვარდიის სპეციალური განყოფილების სამხედრო პირებმა დააყადაღეს რუსი ოლიგარქის, მილიარდერ ალიშერ უსმანოვის 16-მილიონიანი ვილა სარდინიაზე არზაჩენეში.

უფრო ადრე, 2 თებერვალს  ალიშერ უსმანოვის იახტა დააპატიმრეს გერმანიაში.

იტალიის ფინანსურმა გვარდიამ, ასევე, მოახდინა რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ სოლოვიოვის ორი ვილის კონფისკაცია. ვილები კომოს ტბაზე მდებარეობს და მათი საერთო ღირებულება 8 მლნ ევროა.

გოსდუმის მილიარდერმა დეპუტატმა ვოლგოგრადის ოლქიდან ოლეგ სავჩენკომ («Единая Россия») თავის ტელეგრამ-არხზე 5 მარტს დაადასტურა იტალიურ გამოცემა La Repubblica-ში 4 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ტოსკანაში მდებარე მისი ვილა, რომლის ღირებულება 3 მლნ ევროა, კონფისკაციას დაექვემდებარა.

იტალიაში რუსმა ოლიგარქებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდძალი ქონება შეიძინეს. სავარაუდოა, რომ რუსებისთვის ძვირადღირებული ქონების ჩამორთმევა ევროკავშირის სანქციის ფარგლებში უკრაინაში ომის გამო კვლავ გაგრძელდება.

ალექსეი ნავალნის იუთუბი არხზე 2 მარტს გამოქვეყნდა ვიდეო რუსეთის დუმის სენატორის, ვალენტინა მატვიენკოს ძვირადღირებული ვილის შესახებ იტალიაში, რომლის მფლობელი დოკუმენტურად გაურკვეველი წარმოშობის იტალიური ფონდი „დომინანტაა“, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სარემონტო სამუშაოებისთვის იქ ვალენტინა მატვიენკოს შვილი, სერგეი მატვიენკო იხდის ფულს. საინტერესოა, იტალიის ფინანსური გვარდია დაინტერესდება თუ არა ამ ფაქტით და მოუწევს თუ არა მატვიენკოს ამ ვილასთან გამომშვიდობება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close