fbpx
მედიცინამსოფლიო

საფრანგეთი პირბადესა და აცრის სერტიფიკატზე 14 მარტიდან უარს ამბობს რამდენიმე გამონაკლისის გარდა

საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა ჟან კასტექსმა ტელეარს TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ 14 მარტიდან საფრანგეთში ე. წ. აცრის სერტიფიკატები („მწვანე საშვი“) გაუქმდება. 

პრემიერ-მინისტრმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ 14 მარტიდან აღარ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებებისა. როგორც ცნობილია, 28 თებერვლიდან პირბადის ტარება უკვე აღარ არის სავალდებულო დახურულ სივრცეებში, სადაც შესვლა შესაძლებელია „მწვანე საშვით“ (მუზეუმები, რესტორნები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები…), ასე რომ, ამ სიას დაემატება სამუშაო ადგილები, საკლასო ოთახები და მაღაზიები.

ამასთან, ჟან კასტექსმა დააზუსტა, რომ აცრის სერტიფიკატი ისევ სავალდებული იქნება გარკვეულ ადგილებში, როგორიცაა: საავადმყოფოები, ხანდაზმულთა სახლები, აგრეთვე, „დაწესებულებები, რომლებიც შშმ პირებს იღებენ, რადგან ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან. ისევ დარჩება მომვლელთათვის აცრის ვალდებულება“.

აცრის სერტიფიკატი, იგივე „მწვანე საშვი“, რომლის მიღებაც შეუძლიათ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილ მოქალაქეებს, ამჟამად საფრანგეთში აუცილებელია ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, კულტურულ დაწესებულებებში შესასვლელად და გრძელი მარშრუტით მოძრავი მატარებლებით მგზავრობისას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close