პოლიტიკაქართველები უცხოეთში

კიევში, საქართველოს საელჩოსთან ახლოს ჭურვი ჩამოვარდა

კიევში ცოტა ხნის წინ საქართველოს საელჩოსთან ახლოს ჭურვი ჩამოვარდა, – ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა, გიორგი ცხვიტავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

როგორც ცნობილია, საქართველოს საელჩოს მთელი პერსონალი კიევში რჩება და მუშაობას განაგრძობს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, ისინი ადგილზე დარჩებიან „ესკალაციის დასრულებამდე“.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმით მსხვილი თბოტრასა დააზიანეს და კიევის ნაწილი შესაძლოა გათბობის გარეშე დარჩეს.

„ნაძირლებს კიევის გაყინვა უნდათ.

რკინიგზის სადგურის რაიონში სარაკეტო დარტყმით მსხვილი თბოტრასა გაგლიჯეს.

კიევის ნაწილი შესაძლოა სითბოს გარეშე დარჩეს.

ენერგეტიკოსები უკვე მუშაობენ აღდგენაზე.

ყველაფერი კარგად იქნება!“ – დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close