fbpx
პოლიტიკა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა – რა იქნება შემდეგ?

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. დელეგაციები თავიანთ დედაქალაქებში ბრუნდებიან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა დღეს გამართეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომლის მთავარი მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა. მხარეებმა განსაზღვრეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, ახლა მხარეები თავიანთ დედაქალაქებში ბრუნდებიან კონსულტაციებისთვის; მისივე თქმით, განიხილეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში, რომელზეც ეს თემები კონკრეტულ პრაქტიკულ განვითარებას მიიღებს.

„მძიმე მოლაპარაკებებია, თუმცა უკვე ნებისმიერი აუცილებელი ულტიმატუმის გარეშე. რუსული მხარე, სამწუხაროდ, ისევ უკიდურესად არაობიექტურად უყურებს მის მიერ დაწყებულ დამანგრეველ პროცესებს“, – დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერში.

რუსეთის დელეგაციის წევრმა, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით განაცხადა, რომ განხილვისთვის გარკვეულ შეხების წერტილებს მიაგნეს.

„ახლახან დასრულდა მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან, რომელიც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დღის წესრიგის ყველა პუნქტი და ვიპოვეთ ზოგიერთი წერტილი, რომლებითაც შესაძლებელია საერთო პოზიციის პროგნოზირება“, – განაცხადა მედინსკიმ (ინტერფაქსის ციტატა).

კრემლის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოლაპარაკების შედეგებს იგი პუტინს დღესვე მოახსენებს.

24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედება დაიწყო, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის პირველი მოლაპარაკება ბელორუსში, გომელის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში დღეს, 28 თებერვალს გაიმართა უკრაინის საზღვართან ახლოს, მდინარე პრიპიატის მიდამოებში. შეხვედრა  უკრაინის დროით დღის პირველ საათზე დაიწყო და თითქმის 5 საათს გაგრძელდა.

ასე იწყებოდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი:

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close