fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს უერთდება

შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა უერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარია 23 და 25 თებერვალს დაწესებული სანქციების პაკეტებზე. კერძოდ, შვეიცარია დაკეტავს ცას რუსული თვითმფრინავებისთვის.

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის იმ უკრაინელებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, თავი პოლონეთისთვის შეეფარებინათ.

ამასთან, შვეიცარია გამოხატავს მზადყოფნას, იყოს შუამავალი კონფლიქტის  მოგვარების პროცესში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close