მიგრაცია

ვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში: ახალი სტატისტიკა

2021 წელს თავშესაფარი 743-მა უცხოელმა მოითხოვა

2021 წელს საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით 743-მა უცხოელმა მიმართა – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ვიგებთ.

საქართველოში თავშესაფარს 51 ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე, დაუდგენელი მოქალაქეობის და მოქალაქეობის არმქონე პირები ითხოვდნენ. მათგან ყველაზე მეტი განაცხადი თურქეთის, ირანისა და რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა:

2021 წელს საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 21 ადამიანს, საიდანაც 12 ქალია, 9 – მამაკაცი; ესენი არიან ირანის (7), ლიბანის (4), სირიის (3), ეგვიპტის (2) მოქალაქეები და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე 5 ადამიანი.

იმავე პერიოდში საქართველომ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა 75 უცხოელს (43 – ქალი, 32 – მამაკაცი), მათ შორის, იემენის (16), სირიის (10), ავღანეთის (9), ერაყის (9), უკრაინის (9), ერითრეის (8), რუსეთის (1), სომალის (3), ყაზახეთის (3) მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე 1 და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე 6 ადამიანს.

2021 წელს 426 უცხოელს უარი ეთქვა სტატუსზე (მათ შორის ყველაზე მეტი –  74 – ირანის, 64  – ეგვიპტის და 43 – თურქეთის მოქალაქე იყო), 77 კი ქვეყნიდან გააძევეს (ყველაზე მეტი – 14 – აზერბაიჯანის, 11 –  თურქეთის, 6 – ეგვიპტის მოქალაქე).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close