პოლიტიკაარტისტი

„სუხიშვილები“ უკრაინაში გასტროლებს წყვეტენ და ქვეყნის დატოვებას ცდილობენ (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ საგასტროლო ტურით ევროპაში იმყოფებოდა. 6 თებერვლიდან 10 აპრილამდე 63 კონცერტი იყო დაგეგმილი.

„წარმატებით დასრულდა ტური პოლონეთში – 20 კონცერტი, 20 ანშლაგი და ზღვა აპლოდისმენტები 🎉დღეს მივემგზავრებით უკრაინაში! 🇺🇦 👉 წინ კიდევ 43 კონცერტი და 35 ქალაქია!“ – დაწერეს გუშინ ფეისბუქგვერდზე გვერდზე „სუხიშვილებმა“.

„სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა დღეს გავრცელებულ მიმართვაში თქვა, რომ ანსამბლი იმყოფება უკრაინაში, სადაც გასტროლები უნდა დაეწყოთ, თუმცა იძულებულები არიან, დატოვონ ქვეყანა.

„ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში, დასავლეთ უკრაინაში, დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში, მაგრამ გუშინ მოხდა ის, რაც ჩაიდინა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ იძულებული ვართ, დავტოვოთ ქვეყანა, გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, სრული მობილიზაცია, ვცდილობთ ახლა გადავიდეთ პოლონეთის საზღვარზე ავტობუსებით და ვეცდებით იქიდან გამოფრენას. იმედია, მშვიდობით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, უკრაინისა და პოლონეთის ელჩებს. საელჩოებს, სამინისტროებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან და ყველაფერში გვეხმარებიან ჩვენ, რომ მშვიდობიანად გამოვაღწიოთ.

მინდა, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუხატო უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან გვიყვარს. 17 წელია, ჩვენ ამ ქვეყანაში დავდივართ და ჩვენთვისაც გახდა ახლობელი, მათაც მინდა, ჩვენი თანადგომა გამოვუხატო“, – განახცადა ნინო სუხიშვილმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close