მსოფლიოnews

ევროპაში გაზი 1,5-ჯერ გაძვირდა

ევროპაში ზაფხულის ბოლოსთვის საწვავის ფასმა 250-400-დან 600 დოლარამდე მოიმატა, ოქტომბრის დასაწყისისთვის - 1000 დოლარამდე

მარტის ფიუჩერსების ფასები გაზზე სულ უფრო სწრაფად იზრდება – ზრდა უკვე 60%-ს აღემატება, მონაცემებს ლონდონის ბირჟა ICE Futures-ი აქვეყნებს.

ბოლო დღეებში საგარეო პოლიტიკური რისკების გაძლიერების ფონზე გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა. თუ ორშაბათს საანგარიშო ფასმა თითქმის 850 დოლარი შეადგინა, ოთხშაბათს ის უკვე მიუახლოვდა 1050 დოლარს ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე (ორ დღეში ზრდა 22,5%).

19:38 საათის მონაცემებით, მარტის ფიუჩერსების ფასი TTF-ის ინდექსით თითქმის 61,7%-ით გაიზარდა და თითქმის 1650 დოლარი შეადგინა ათას კუბომეტრ ბუნებრივ აირზე.

ევროპაში გაზის ფასების შესამჩნევი ზრდა გაზაფხულზე დაიწყო. ზაფხულის ბოლოს საწვავის ფასი 250-300-დან 600 დოლარამდე გაიზარდა, ოქტომბრის დასაწყისში კი – 1000 დოლარამდე. ფიუჩერსების ბაზარზე ისტორიული მაქსიმუმი – 2190 დოლარი – 2021 წლის 21 დეკემბერს დაფიქსირდა. შემდეგ კოტირებები კორექციის შედეგად შემცირდა, მაგრამ ფასები კვლავ მაღალი რჩება.

ექსპერტებმა საწვავის ფასების მსგავსი ზრდა რამდენიმე ფაქტორს მიაწერეს: თხევად ბუნებრივ გაზზე მაღალი მოთხოვნა აზიაში, შეზღუდული მიწოდება ძირითადი მომწოდებლების მხრიდან და ევროპული მიწისქვეშა საცავების შევსების დაბალი დონე ხანგრძლივი ცივი ზამთრისა და 2021 წლის ცხელი ზაფხულის შემდეგ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close