fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

„პუტინმა აირჩია ეს ომი…“ – ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ახალი სანქციების შესახებ განაცხადა (ვიდეო)

„ვაწესებ ძლიერ სანქციებს, დავარტყამთ რუსეთის რუბლს, რომელმაც ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია თვეების განმავლობაში, ვბლოკავთ ოთხ ძირითად ბანკს“

ვლადიმირ პუტინი უკვე თვეების განმავლობაში გეგმავდა ამას, ეს არის წინასწარ განზრახული შეტევა, 175 ათასი მებრძოლი და სამხედრო აღჭურვილობა განლაგდა უკრაინის საზღვრების გასწვრივ, აშენდა საველე ჰოსპიტალი, სისხლის მარაგი შეიქმნა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პუტინმა უარყო აშშ-ისა და მისმა პარტნიორების ყველა ძალისხმევა, „რომ წინ გვევლო დიალოგის გზით და თავიდან აგვეცილებინა არასაჭირო კონფლიქტი“.

„კვირების განმავლობაში ვაფრთხილებდით მსოფლიოს, რომ ეს მოხდებოდა და ეს ხდება დიდი მასშტაბით, როგორც ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით. გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ დონბასის დაბომბვა, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. კიბერშეტევებს ახორციელებდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარე და იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებები, რომ უკრაინა დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ ომს და ქიმიური იარაღის გამოყენებას, რომ უკრაინა გენოციდს ჩადიოდა. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მოხდა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ზუსტად იმ მომენტში, როცა გაეროს უსაფრთხოების საბჭო ხვდებოდა ერთმანეთს უკრაინისთვის მხარადაჭერის გამოსახატავად, პუტინმა გამოაცხადა ომი და დაიწყო დარტყმები უკრაინის ისტორიულ ქალაქებზე, რომელშიც მონაწილეობენ ძალები და ტანკები“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, აშშ აწესებს სანქციებს რუსეთის წინაღმდეგ და „რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ ფასს გადაიხდის“.

„ჩვენ ვიყავით გამჭვირვალეები მსოფლიოს წინაშე, გავიზიარეთ მსოფლიოს სადაზვერვო მონაცემები, რათა არ ყოფილიყო არავითარი გაუგებრობა იმისა, პუტინი რასაც აკეთებდა. პრობლემა აგრესორია. პუტინმა აირჩია ომი, იგი და მისი ქვეყანა ახლა ნახავს ამის შედეგებს. ძლიერ სანქციებს ვაწესებ რუსეთის წინააღმდეგ, ეს სერიოზულ ფასს გადაახდევინებს რუსეთის ეკონომიკას – დაუყონებლივ და დროთა განმავლობაში. ჩვენ სპეციალურად შევქმენით სანქციები, რათა მოვახდინოთ მაქსიმალიზაცია რუსეთზე და მინიმალიზაცია მოხდეს ზეგავლენისა ამერიკაზე და ჩვენს მოკავშირეებზე. ამერიკა ამას მარტო არ აკეთებს. ჩვენ ვქმნით პარტნიორების კოალიციას, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ნახევარს წარმოადგენენ. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, აგრეთვე, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, ახალი ზელანდია და სხვა ქვეყნები, რომლებიც ერთობლივი პასუხის თვალსაზრისით არიან მობილიზებულნი და სრულ თანხმობაში ვიმყოფებით. ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობებს, რომ აწარმოონ ბიზნესი ევროებში, დოლარებში, ფუნტებში… შევაჩერებთ რუსეთის შესაძლებლობებს, რომ დააფინანსოს თავისი სამხედრო ძალები. ჩვენ შევზღუდავთ უმაღლესი ტექნოლოგიებისადმი წვდომას. ჩვენ დავარტყამთ რუსეთის რუბლს, რომელმაც ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია თვეების განმავლობაში. რუსეთის აქციები დაეცა 50 პროცენტით. ჩვენი ქმედებებით, სანქციებს ვუწესებთ რუსეთის ბანკებს, რომლებშიც ტრილიონ 300 მილიონი აქტივები დევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, აშშ რუსეთის ოთხ ძირითად ბანკს ბლოკავს.

„ჩვენ ჩამოვჭრით რუსეთს ამერიკის ფინანსური სისტემიდან. ოთხ ძირითად ბანკს ვბლოკავთ. აქტივი, რომელიც ამერიკაში იქნება, იქნება გაყინული. ეს გულისხმობს 250 მილიარდი დოლარის მქონე აქტივებს, ასევე, რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას ვახორციელებთ. როგორც სამშაბათს განვაცხადე, ესენი არიან ის პირები, რომლებიც სარგებელს იღებენ კრემლის პოლიტიკიდან და უნდა გაიზიარონ ის ტკივილი, რომელიც ახლაც და მომავალშიც დადგება.

სამშაბათს ჩვენ შევუწყვიტეთ რუსეთის მთავრობას ფულის მიღების საშუალება ამერიკული ან ევროპული ინვესტირებიდან. ასევე ახლა შეზღუდვას ვუწესებთ რუსეთის დიდ საწარმოებს, კომპანიებს, რომლებიც ტრილიონ 400 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობენ. ჩვენ შევუზღუდავთ რუსეთს წვდომას ტექნოლოგიებისადმი. მომავალი წლების განმავლობში ჩვენი ქმედებებით და ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავანახევრებთ მაღალტექნოლოგიურ იმპორტს რუსეთში, რომ ვერ მოახდინოს სამხედრო ძალების მოდერნიზება. ჩვენ შევამცირებთ მათ შესაძლებლობას, რომ ააშენონ გემები. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსეთის და პუტინის სტრატეგიული ამბიციებისთვის ომის მომზადებაში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close