fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღება მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა“ – უკრაინის პრეზიდენტი

რუსულმა ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე, მიხაილ პოლიაკზე დაყრდნობით.

„სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ჩერნობილის მოედანზე“, – განაცხადა პოლიაკმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის ობიექტების, ასევე დამცავი სარკოფაგისა და ბირთვული ნარჩენების საცავის მდგომარეობა უცნობია.

მიხაილ პოლიაკის თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება.

პრეზიდენტის ოფისში მიაჩნიათ, რომ ეს ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რადგან რუსეთის ჯარებს შეუძლიათ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციები მოაწყონ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღება მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა.

„ჩვენი დამცველები სიცოცხლეს სწირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ გამეორდეს. ინფორმაცია მივაწოდე შვედეთის პრემიერ-მინისტრს. ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close