fbpx
საზოგადოებასაქართველო

მოქალაქეები საქართველოში მყოფ უკრაინელებს ღამის გასათევს და სხვა დახმარებას სთავაზობენ

მოქალაქეები ერთიანდებიან საქართველოში მყოფი იმ უკრაინელების დასახმარებლად, ვინც საომარი მოქმედებების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და მათ უფასო ღამის გასათევს, ტრანსპორტირებას და სხვა სახის დახმარებას სთავაზობენ.

ფეისბუქზე ჯგუფი შეიქმნა. უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ მოგზაურებისთვის განკუთვნილ მრავალრიცხოვან ჯგუფშიც, spend 4 seasons in Georgia. ამ ჯგუფის წევრები მზად არიან, დაუთმონ უკრაინის მოქალაქეებს ოთახი საკუთარ სახლებში ან სასტუმროებში.

საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისა და მათი მასპინძელი კერძო სექტორისთვის ამუშავებულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზიც. 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში და უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ დახმარებისთვის.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close