პოლიტიკა
საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა – ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა
დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოში სხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა 2010 წლის 21 ივლისს.
101 წლის წინათ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტამდე – ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
კომენტარები