საქართველოს საელჩო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს
უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში. ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით“, – წერია განცხდებაში.
საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (93) 544 01 17
+380 (44) 590 69 50
გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17
საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50
საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს პირველი არხი სთავაზობს საინფორმაციო დახმარებას. უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე: (+995) 32 240 94 77
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ საომარი ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და დაკეტა საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის.
კომენტარები