„ჩემი ცოლი გათხოვილი იყო, როცა შემიყვარდა“ – როგორ გაიპარნენ ზურა ყიფშიძე და მისი მეუღლე
ლელა გოცირიძე საზოგადოებაში არასდროს ჩნდება

მსახიობი ზურა ყიფშიძე მიწვეული იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვა“, სადაც თავისი ცოლის შესახებ ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ როდესაც მსახიობს მომავალი მეუღლე შეუყვარდა, მაშინ იგი უკვე გათხოვილი იყო.

ზურა ყიფშიძე იხსენებს, რომ ქალელა გოცირიძე პირველად ვასო გოძიაშვილის დაკრძალვაზე ნახა.
„ჩამოსული ვიყავი, უკვე სტუდენტი ვიყავი. დავინახე და გავიკითხე, ვინ იყო, თუმცა მის ქმართან დაშორებაში არაფერ შუაში ვარ. ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მამამისი, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა მაინც ჩვენი გავიტანეთ. მერე შემირიგდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ“, – იხსენებს მსახიობი.
მსახიობის მეუღლე ზურას პოპულარობის პიკზე ლელა გოცირიძე გახდა. წყვილს ათკაციანი ქორწილი ჰქონდა. „ცხონებული გოგა ფიფიას კოსტიუმი მეცვა, კარგად მახსენდება საკუთარი ქორწილი“, – იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა ქორწილამდე იყო გაპარვა. ლელა და ზურა ქალის მამის მანქანით გაიპარნენ. თავიდან საჭესთან ზურა იჯდა, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე, როდესაც ყინულზე მართვა გაუჭირდა, მისი ადგილი მომავალმა მეუღლემ დაიკავა.
2014 წელს მოულოდნელად მსახიობის ცოლსა და შვილს ერთი და იგივე დაავადება დაემართათ, რამაც მათი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს ამბავი ზურა ყიფშიძემ ძალიან განიცადა, რადგან დიაგნოზი – ანევრიზმა მაშინ განაჩენად ჟღერდა, რადგან ბოლო წლებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა სწორედ ანევრიზმით. თბილისის მერიამ თანხა გადარიცხა და ლენუკამ და ქალბატონმა ლელამ ოპერაცია თურქეთში გაიკეთეს.
„ოპერაციის შემდეგ კიდევ რამდენიმე ჩემი ნაცნობის სიკვდილის ამბავი გავიგე სწორედ ამ დიაგნოზით. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. სამი თვე ძალიან უნდა გავფრთხილებოდით ჩვენს ჯანმრთელობას, ბევრი რამ აგვიკრძალეს. ამ სამმა თვემ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო”, – იხსენებდა ოპერაციის შემდეგ ლენუკა.
მიუხედავად იმისა, რომ ზურა ყიფშიძის ორივე შვილს – გიორგის და ლენუკას საზოგადოება კარგად იცნობს, მისი მეუღლე არასოდეს გამოირჩეოდა საჯაროობისადმი სიყვარულით. არც ჟურნალისტებს თანხმდებოდა ინტერვიუზე და მის სოციალურ ქსელშიც მხოლოდ შვილების და ახალგაზრდობის რამდენიმე ფოტოა ხელმისაწვდომი.
sputnik-georgia.com



