fbpx
მოგზაურობა

1-ლი მარტიდან ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებს თავის საზღვრებს გაუხსნის

1-ლი მარტიდან ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებს თავის საზღვრებს გაუხსნის. ამის შესახებ ისრაელის მთავრობაში განაცხადეს.

ახალი გაიდლაინების თანახმად, ისრაელში დაიშვებიან როგორც ვაქცინირებული, ისე არავაქცინირებული ტურისტები იმ პირობით, თუ ისინი კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ ისრაელში გამგზავრებამდე, ხოლო ისრაელში ჩასვლის შემდეგ კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებენ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, არ მოუწევთ ფრენისწინა ტესტის ჩაბარება. ისინი PCR-ტესტს მხოლოდ ისრაელში ჩასვლისას ჩააბარებენ.

„ჩვენ ვხედავთ ავადობის რიცხვის თანმიმდევრულ შემცირებას. ასე რომ, დროა, თანდათან გავხსნათ ის, რაც მსოფლიოში პირველებმა დავხურეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close