მსოფლიოტექნოლოგიები

მსოფლიოში პირველი კლონირებული ქრცვინისთვის საქმროს ეძებენ

მეცნიერები ცხოველთა სახეობის გადაშენებისგან გადარჩენის მიზნით მსოფლიოში პირველი კლონირებული შავფეხა ქრცვინისთვის საქმროს ეძებენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელმა სპეციალისტებმა დედალი ქრცვინის კლონირება 2020 წელს წარმატებით დაასრულეს. ამისთვის მათ 30 წლის წინ მომკვდარი დედლის უჯრედები გამოიყენეს. ქრცვინები გადაშენების პირას მყოფი ცხოველები არიან. პოპულაციის შემცირების ძირითადი მიზეზებია ბინადრობის არეალის განადგურება და ადამიანის მიერ გავრცელებული დაავადებები. შედეგად, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ასეული შავფეხა ქრცვინი დარჩა.

2021 წლის დეკემბერში კლონირებული დედალი ქრცვინი, რომელსაც ელიზაბეტ ენი დაარქვეს, 1 წლის გახდა. ამის შემდეგ ის სქესობრივად მომწიფებულად ითვლება. ცხოველი სახეობის აღდგენის ცენტრში National Black-footed Ferret Conservation Center ცხოვრობს, რომლის თანამშრომლების მისთვის მეწყვილეს ეძებენ.

მაქსიმალურად განსხვავებული გენეტიკური მასალის გარდა პოტენციურ „საქმროს“ დამატებითი კრიტერიუმებითაც შეარჩევენ: ის ჯანმრთელი შთამომავლების გამოცდილი მამა და, ამასთან, „ძალიან ნაზი“ უნდა იყოს. ბიოლოგები განმარტავენ, რომ შავფეხა ქრცვინებისთვისთვს სინაზე ძალიან მნიშვნელოვანია: ველურ ბუნებაში დაწყვილების პროცესი შეიძლება სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდეს და ამ დროს აგრესიის გამოხატვამ შეიძლება ელიზაბეტ ენი შეაშინოს, მისი ჯანმრთელობა კი უაღრესად მნიშვნელოვანია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close