ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14-20 თებერვალი

14-15 თებერვალი მზარდი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდში გაჩნდება ხელსაყრელი შესაძლებლობები ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად, მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად და საჭირო ნივთების შესაძენად. თუ ეს აუცილებელია, მაშინ უნდა იჩქაროთ. კვირის პირველი დღეები კარგია ტექნიკის, ახალი მოდური ნივთების შესაძენად, უძრავ ქონებასთან, მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

16 თებერვალს სავსე მთვარეა. ამ დღეს უმჯობესია თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისა და რაიმეს შეძენისგან, სავარაუდოა მოტყუვდეთ და შეცდომა დაუშვათ.

17-იდან 20 თებერვლის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ეს კარგი დროა აქტიური მუშაობისთვის, პლანეტები ენერგიას გმატებენ, მაგრამ ამ პერიოდში არ უნდა გაამხილოთ თქვენი გეგმები და უფრო ფხიზლად იყოთ, რათა არაკეთილსინდისიერი ადამიანების სამიზნე არ გახდეთ.

 

ვერძი

ფინანსური წარმატება შესაძლებელია საკუთარი შრომით, მოვალეობებისადმი ყურადღებიანი და საპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან კარგი ურთიერთობაც ხელს უწყობს პროფესიულ წარმატებას, მოერიდეთ მათთან კონფლიქტებსა და დაპირისპირებას. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის ხელმოწერისთვის. ვარსკვლავების რჩევით შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში უნდა გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კურო

წარმატებული კვირაა როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. ძალიან დაგეხმარებათ დარწმუნების  ნიჭი, რომელსაც ოსტატურად იყენებთ – ადამიანების უმეტესობა მზადაა დაიჯეროს ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ. გულშემატკივრებიც არ გაკლიათ, მაგრამ რომანტიკა რომანტიკაა და შეეცადეთ ოჯახი არ დაივიწყოთ. ოჯახის წევრები შოპინგზე ოცნებობენ, ამიტომ თანხა დაზოგეთ  და შაბათ-კვირას სასურველ მაღაზიებში წადით საყიდლებზე.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ტყუპი

დროა მოაგვაროთ ვალებთან, სესხებთან, მემკვიდრეობასა და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. შეეცადეთ ეს ყველაფერი კვირის პირველ ნახევარში შეძლოთ, კვირის მეორე ნახევარში შეიძლება სირთულეები და დაბრკოლებები წარმოიშვას, დოკუმენტებში შეიძლება შეცდომები აღმოჩნდეს, რაც დამატებით ხარჯებს გამოიწვევს. თქვენს გარემოცვაში ყურადღება მიაქციეთ ახალ ადამიანებს, ერთ-ერთი მათგანი მალე ძალიან მნიშვნელოვან საქმეში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 18, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

ეს დრო უფრო ხელსაყრელია სულიერი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, დასვენებისა და მოგზაურობისთვის, ვიდრე მატერიალური საზრუნავისა და პრობლემების გადასაწყვეტად. თანხით უზრუნველყოფას ვარსკვლავები უფრო მათ უწინასწარმეტყველებენ, ვინც უჩვეულო საქმიანობით არის დაკავებული, როგორიცაა, მაგალითად, მომავლის წინასწარმეტყველება, ეზოთერული და ფილოსოფიური სწავლებების გავრცელება. ამ პერიოდში რეკლამა ასევე შეიძლება იყოს ფულის გამომუშავების კარგი შესაძლებლობა. წარმატებული იქნება უცხოეთსა და უცხოელებთან დაკავშირებული საქმიანობა.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ლომი

თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ პერიოდში დიდად არის დამოკიდებული სხვა ადამიანებზე და სირთულეების დაძლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარზე. შესაძლებელია ფულადი ურთიერთობა ცალკეულ პიროვნებებთან ან ორგანიზაციებთან, ურთიერთდახმარება და ურთიერთკონტროლი. შესაძლებელია გადაწყდეს ძველი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მემკვიდრეობასთან, ალიმენტთან, დაზღვევასთან, გადასახადებთან, სესხებთან. ამ პერიოდში ახალი სესხის აღება არასასურველია. კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის – მოამზადეთ გემრიელი კერძი და მოიწვიეთ ისინი, შესანიშნავად გაატარებთ დროს.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ქალწული

ეს პერიოდი საუკეთესო არ არის მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად და შემოსავლის გაზრდისთვის. ვარსკვლავები ფულის დახარჯვისკენ მოგიწოდებენ და არა მისი დაგროვებისა და გაზრდისკენ. და უმჯობესია თანხა კვირის პირველ ნახევარში დახარჯოთ, რადგან მეორე ნახევარი არახელსაყრელია სერიოზული შენაძენებისთვის. ასევე უკეთესია, რომ შორ მანძილზე მოგზაურობები კვირის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, მეორე ნახევარში შეიძლება ზედმეტი უსიამოვნებები და ხარჯები მოგიტანოთ. შაბათ-კვირას საინტერესო გარემოში ყოფნა ენერგიას შეგმატებთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

სასწორი

მოემზადეთ სიურპრიზებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება. ზოგისთვის ისინი სასიამოვნო აღმოჩნდება, მაგრამ სასწორების უმეტესობისთვის – არა. პრობლემების მოგვარებაში ოჯახი დაგეხმარებათ. ეს კვირა ხელსაყრელია ფინანსური ინვესტიციებისთვის, ყველა გარიგება წარმატებული იქნება, მაგრამ ფრთხილად იყავით მკაცრ დიეტებთან დაკავშირებით, უპირატესობა ჯანსაღ კვებას მიანიჭეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მორიელი

ბოლოს და ბოლოს თქვენი პირადი ცხოვრება ფერებით გაბრწყინდება. უფრო მეტიც, უზომოდ პოზიტიური ემოციები გექნებათ – საყვარელი ადამიანი ძალიან გაგახარებთ! მორიელებმა, რომლებსაც ურჩევნიათ ვალები ბოლომდე არ დაფარონ, ახლა უმჯობესია თავიანთ დამოკიდებულებას გადახედონ – პროცენტები თავს შეახსენებენ. იფიქრეთ შემოსავლის ახალ წყაროებზე და ხანგრძლივი დასვენებაც წინასწარ დაგეგმეთ, ეს შაბათ-კვირა კი, ვარსკვლავების რჩევით, უკონფლიქტო გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში რაც არ უნდა გააკეთოთ, სწრაფ და სასიამოვნო შედეგებს ელოდეთ. ასე რომ, დაადგინეთ თქვენი პრიორიტეტები და იმოქმედეთ! შესაძლებელია მოკლევადიანი საქმიანი მოგზაურობა. პერიოდი კარგია დანაზოგის დახარჯვისთვის: დროა თაროდან ყულაბა აიღოთ და თანხა გონივრულად გამოიყენოთ.  ალკოჰოლი ახლა კატეგორიულად უკუნაჩვენებია, ბევრ პრობლემას შეგიქმნით.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თხის რქა

თქვენმა არათანმიმდევრულობამ ამ დღეებში შეიძლება ვინმე გააღიზიანოს. უპირველეს ყოვლისა ახლობლები დაზარალდებიან. ეცადეთ სახლში დაძაბული სიტუაცია მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ და სიტუაცია იუმორით განმუხტოთ. ამ კვირაში სამსახურში საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა გექნებათ – ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ!  ვარსკვლავების რჩევით, შეეცადეთ შაბათ-კვირა  მარტომ, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მერწყული

ეს პერიოდი ხელსაყრელია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს, დიდი ალბათობით, თქვენი ხარჯები შემოსავალს არ შეესაბამება და დროა შემოსავლის ახალ წყაროზე იფიქროთ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ათვისებული მედიტაციის ტექნიკა, ახლა ამისთვის საუკეთესო პერიოდია. უახლოესი პერიოდი ისე დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობით, რომ დასვენება დაგჭირდებათ. წადით ქალაქგარეთ მარტო და კარგად დაისვენეთ. ამ პერიოდის განმავლობაში არავის არაფერს შეჰპირდეთ – დიდი შანსია, რომ დანაპირები ვერ შეასრულოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

თევზები

ამ პერიოდში წარმატება თავბრუს დაგახვევთ და რისკავთ, რომ მიღწეულ შედეგებს ქარს გაატანთ. დაეშვით მიწაზე, ცაში ფრენა არაფერში გარგიათ. ცვლილებებმა არ უნდა შეგაშინოთ, კარგად გაიაზრეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ. ყურადღებით გათვალეთ, რა შედეგებს მოგიტანთ დიდი ფინანსური დანახარჯები. ეს პერიოდი კარგია ბავშვის ჩასახვისთვის.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close