fbpx
ვიდეოიტალია

იტალია: ევროპის ყველაზე მაღალმა ვულკანმა ისევ გაიღვიძა – შთამბეჭდავი ვიდეო

სიცილიაზე ეტნამ გაიღვიძა – ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანი მიერ ამოფრქვეული კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრზე აიტყორცნა.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მონაცემებით, რომელიც კატანიაში მდებარეობს, ამოფრქვევა მოხდა ზღვის დონიდან 2900 მეტრის სიმაღლეზე, ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერში. კვამლისა და ფერფლის სვეტების სიმაღლე რვა კილომეტრს აღწევდა. მაქსიმალურ ნიშნულს ამოფრქვევამ 22:00 სთ-ზე მიაღწია, თუმცა სწრაფად დაეცა ისევ საშუალო დონეზე და ნელ-ნელა შემცირდა. სწრაფად შემცირდა ინფრაბგერითი აქტივობაც.

 

ვულკანი მხოლოდ მეორე დღეს, დღის პირველ საათზე დამშვიდდა.

ეტნა სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქებთან – მესინასა და კატანიასთან ახლოს. ის ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია და ყველაზე აქტიური – იტალიაში. 2013 წლის ივნისში ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. სხვადასხვა მონაცემით, ეტნაზე 200-იდან 400-მდე ვულკანური კრატერია და, საშუალოდ, 3 თვეში ერთხელ რომელიმე კრატერიდან ლავა იფრქვევა.  2017 წლის მარტში სიცილიაზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევისას ათი ადამიანი დაშავდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close