რას არ გაიგებ/ფაქტები

ფეხმძიმე ქალმა ჩაქუჩით თავში ლურსმანი ჩაიჭედა – მიზეზი ექიმბაშის მიერ გაცემული „ბიჭის გაჩენის გარანტიაა“

პაკისტანში ფეხმძიმე ქალმა, რომელსაც ექიმბაშმა „ბიჭის გაჩენის“ გარანტია მისცა, მისი მითითებით ჩაქუჩით თავში ლურსმანი ჩაიჭედა.

„მკურნალობის“ ამ „მეთოდის“ გამოყენება მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქმარი დაემუქრა, რომ თუკი მეოთხე შვილი ბიჭი არ იქნებოდა, მიატოვებდა.

ინციდენტის შესახებ სამართალდამცავებმა ინტერნეტიდან შეიტყვეს, სადაც თავის ქალაში ჩარჭობილი ლურსმნიანი რენტგენის სურათი გავრცელდა. ადგილობრივი პოლიცია ექიმბაშს ეძებს, დაზარალებული კი ძლიერი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემა  Dawn-ის ცნობით, დაშავებულს სამი ქალიშვილი ჰყავს. ქმარი განქორწინებით დაემუქრა, თუ ვაჟს არ გაუჩენდა.

„ის სამი თვის ორსული იყო და ქმრისგან დაშინებული წავიდა „მკურნალთან“, რომელმაც მას „ბიჭის გაჩენის“ გარანტია მისცა და თან წარმატებების ამულეტი, წასაკითხი ლოცვების ტექსტები და ლურსმანი გამოატანა. დაზარალებული სახლში დაბრუნდა და ლურსმანი ჩაიჭედა თავში. იგი გაუსაძლისი ტკივილისგან აყვირდა და გული წაუვიდა…  ქალი ოჯახის წევრებმა იპოვეს და საავადმყოფოში გადმოიყვანეს“, – აცხადებენ ექიმები.

როგორც ქალმა მათ გაუმხილა, მისმა მეგობარმა უკვე გამოიყენა „ბიჭის გაჩენის“ ეს „მეთოდი“ და გააჩინა კიდეც ბიჭი, თუმცა ექოსკოპიის სურათით გოგონა უნდა დაბადებულიყოო.

პაკისტანის პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close