fbpx
სპორტი

ევროპის ჩემპიონატი: ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების ნაკრები ამსტერდამში დაამარცხეს

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში სტუმრად  ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხა.

ამსტერდამში დღეს (12 თებერვალი) გამართულ მატჩში ჩვენმა გუნდმა მეტოქეს თორმეტი ლელო გაუტანა და ანგარიშით 72:10 მოუგო, 5 ქულა გაინაღდა და, შესაბამისად, უკვე  7 ქულა აქვს. ამ მაჩვენებლით ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ორი ტურის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერს – ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც 2 თამაშიდან 2 მოგება და 9 ქულა აქვს. ესპანეთის ნაკრებთან ბორჯღალოსნები ბოლო, მეხუთე მატჩს 20 მარტს გამართავენ საქართველოში.

ჩვენი მორაგბეები მესამე ტურში რუსეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 27 თებერვალს გაიმართება თბილისში, „დინამო არენაზე“.

მეოთხე შეხვედრა კი საქართველოს ნაკრებს 12 მარტს რუმინეთთან აქვს, ამჯერად სტუმრად.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა პირველი მატჩი პორტუგალიასთან ფრედ (25:25) დაამთავრეს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close