მსოფლიოსაზოგადოება

დიდი ბრიტანეთი დედოფლის ტახტზე ელიზაბეთ მეორის ყოფნის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს – ისტორიული კადრები (ვიდეო)

ზუსტად 70 წლის წინ, 1952 წლის 6 თებერვალს, ელიზაბეთ მეორე გახდა დედოფალი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნებისა, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და კანადის ჩათვლით.

ამ დღეს გარდაიცვალა მამამისი, მეფე ჯორჯ მეექვსე, როცა ელიზაბეთი ბრიტანეთის მაშინდელ კოლონიაში – კენიაში იმყოფებოდა ვიზიტად. სამშობლოში დაბრუნებისას ის დედოფალი იყო. იგი  ახლა 95 წლისაა და სამეფოს უკვე 70 წელია განაგებს. ასე ხანგრძლივად ამ ქვეყნის არცერთი მონარქი არ ყოფილა ტახტზე. მისი დედოფლობის მანძილზე გამოიცვალა 14 პრემიერ-მინისტრი, მათ შორის პირველი -, უინსტონ ჩერჩილი იყო.

ამავე პერიოდში ბრიტანეთის ბევრმა კოლონიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თანამეგობრობის წევრი ქვეყნები რესპუბლიკებად გამოცხადდა. თვითონ დედოფალი არაერთი ფილმის და სერიალის გმირი გახდა, ის ბრიტანეთის ცხოვრების და კულტურის სიმბოლოა.

ტახტზე დედოფლის ყოფნის ე.წ. „პლატინის იუბილეს”“აღნიშვნა რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

70-ე წლისთავთან დაკავშირებით ელიზაბეთ მეორემ ბრიტანელებს წერილით მიმართა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ თბილი გრძნობების გამოხატვისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 70 წელიწადში ბრიტანეთმა და თანამეგობრობის სხვა წევრებმა დიდ სოციალურ, ტექნოლოგიურ და კულტურულ წინსვლას მიაღწიეს. დედოფალმა თანამემამულეებს მიმართა, რომ მისი ვაჟის, ტახტის მემკვიდრის, გამეფებს შემდეგ აღიარონ ჩარლზის მეორე ცოლის, კამილა პარკერ-ბოულზის დედოფალი-კონსორტის ტიტული.

„ბიბისი“ წერს, რომ ადრე დედოფლის ტიტულს კორნუოლის ჰერცოგინიას არ ანიჭებდნენ ხოლმე.

„როცა დრო გავა და ჩემი ვაჟი მეფე გახდება, ვიცი, რომ მას და მის ცოლს, კამილას, ისევე ამოუდგებით მხარში, როგორც მე. გულწრფელად მსურს, რომ როცა დრო მოვა, კამილა გახდეს დედოფალი-კონსორტი და გააგრძელოს ერთგული სამსახური“, – ნათქვამია ელისაბედის მიმართვაში.

radiotavisupleba.ge

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზსაბეთ მეორის კორონაცია 1953 წლის 2 ივნისს შედგა ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალებიდან 16 თვის შემდეგ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close