სპორტი

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრან სლემის ვიცე-ჩემპიონია

პარიზის გრან სლემზე ძიუდოში ტურნირის მეორე (ბოლო) დღეს, 6 თებერვალს სამმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც ორი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი ფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა. იგი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბექა ღვინიაშვილს (90 კგ) მესამე ადგილისთვის უნდა ებრძოლა უზბეკ დავლატ ბობონოვთან, თუმცა მან ტრავმის გამო ვეღარ იჭიდავა  და წაგება ჩაეთვალა.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც პრესტიჟულ პარიზის გრან სლემზე 6 მოჭიდავით იყო წარმოდგენილი, ტურნირი 4 მედლით დაასრულა. ტატოს ვერცხლის გარდა გუშინ  ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66) და ჯაბა პაპინაშვილმა (60)  – ბრინჯაოს მედლები.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close