fbpx
ვიდეოსაბერძნეთი

საბერძნეთი: უპრეცედენტო სეტყვა სანტორინსა და პაროსზე (ვიდეო)

უპრეცედენტო კადრები – სანტორინი და პაროსი სეტყვის გამო თეთრ „ზეწარში“ გაეხვია. უამინდობამ, რომელიც კიკლადების არქიპელაგს (საბერძნეთის კუნძულების ჯგუფი ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში) დაატყდა თავს, სანტორინსაც თავისი კვალი დააჩნია.

ისეთ რაიონებში, როგორიცაა მესარია, გასულ ხუთშაბათს წყლის ნაკადები მდინარეებად იქცა, რთული მდგომარეობა შეიქმნა კუნძულის აეროპორტის ტერიტორიაზე – მწყობრიდან გამოვიდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ „ციდან თითქოს ქვები ცვიოდა“.

სეტყვის შედეგად წარმოქმნილი ყინულის გორების გასახვეტად მუნიციპალური სამსახურების სპეცტექნიკა მუშაობდა.

სეტყვამ და კოკისპირულმა წვიმამ სატრანსპორტო საშუალებები დააზიანა და სოფლის მეურნეობას დიდი ზარალი მიაყენა, ტემპერატურა პოპულარულ ზაფხულის კურორტზე 1°С-მდე დაეცა, რაც უკიდურესად იშვიათია სანტორინისთვის.

ძლიერმა უამინდობამ კიკლადების სხვა კუნძულებზეც შექმნა პრობლემა, როგორიცაა, მაგ., პაროსი, სადაც წვიმამ და სეტყვამ ქუჩები მდინარეებად გადააქცია. მდინარეები კი ადიდდა და კუნძულის რამდენიმე რაიონი დაიტბორა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close