ცნობილია გლდანში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულთა ვინაობა – ტრაგედიის ახალი დეტალები (ვიდეო/ფოტო)
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გლდანში ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად შანიძეები დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან 32 ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები – 6 წლის მარიამ შანიძე, 5 წლის დარეჯან შანიძე და 12 წლის დავით ზაალიშვილი.
შემთხვევა გლდანის მე-2 მ/რ-ის 47ა კორპუსში მოხდა. მაშველებს ბინაში შესაღწევად სახურავიდან ჩასვლა მოუწიათ.
როგორც მეზობლები ამბობენ, სახლში გაზის ე.წ. კამფორკები და ჰაერღუმელი ჰქონდათ ჩართული ტანსაცმლის გასაშრობად.
ოჯახი ამ ბინაში ქირით ცხოვრობდა და იქ სამი დღის გადასული იყო. ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა.
როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, გარდაცვლილი წინა კვირას შეხვედრია და უთქვამს, გლდანში ქირით გადავდივართ უკეთეს პირობებში, 300 ლარს მთავრობა გვიხდის და 200 ლარი ჩვენ უნდა დავამატოთო.
ისინი წარმოშობით ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონიდან იყვნენ.
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების ცნობით გლდანში 5 ადამიანის გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვითაა გამოწვეული. როგორც კომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, შემთხვევის ადგილას მისვლის დროს „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ღია და ანთებულ მდგომარეობაში გაზქურის ღუმელი, რომელსაც აღნიშნული ოჯახი, სავარაუდოდ, გათბობის მიზნით იყენებდა.
ფოტოები სოცქსელიდან:
კომენტარები