fbpx
კრიმინალი

20 000 ქოქოსი, რომელიც იტალიაში უნდა ჩასულიყო, კოკაინით გაჟღენთილი აღმოჩნდა

კოლუმბიის ხელისუფლებამ იტალიაში გასაგზავნი 20 000-მდე ქოქოსის პარტია დააკავა, რომელიც კოკაინით იყო გაჟღენთილი.

Independent-ის ცნობით, ტროპიკული ხილი 504 ტომარაში იყო დაფასოებული და გენუის პორტში უნდა ჩასულიყო.

სპეცოპერაცია კოლუმბიაში ჩატარდა. სამართალდამცველების განცხადებით, 20 ათასი ნაყოფის შიგთავსი, ქოქოსის რძე თხევადი კოკაინით იყო ჩანაცვლებული.

მანამდე, სპეცოპერაციის ფარგლებში, პანამის საზღვართან უმსხვილესი კოლუმბიური ნარკოკარტელის ლიდერი დირო უსუგუ დააკავეს. მის დაკავებას მსხვერპლი მოჰყვა – ორმხრივი სროლისას პოლიციელი დაიღუპა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close