fbpx
საზოგადოებასაქართველო

ცნობილია გლდანში CO-თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად დაღუპულთა ვინაობა – ტრაგედიის ახალი დეტალები (ვიდეო/ფოტო)

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გლ­დან­ში ნამწვი აირის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად შა­ნი­ძე­ე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 32 ირაკ­ლი შა­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი – 6 წლის მა­რი­ამ შა­ნი­ძე, 5 წლის და­რე­ჯან შა­ნი­ძე და 12 წლის და­ვით ზა­ა­ლიშ­ვი­ლი.

შემთხვევა გლდანის მე-2 მ/რ-ის 47ა კორპუსში მოხდა. მაშველებს ბინაში შესაღწევად სახურავიდან ჩასვლა მოუწიათ.

როგორც მეზობლები ამბობენ, სახლში გაზის ე.წ. კამფორკები და ჰაერღუმელი ჰქონდათ ჩართული ტანსაცმლის გასაშრობად.

ოჯახი ამ ბინაში ქირით ცხოვრობდა და იქ სამი დღის გადასული იყო. ცხედ­რე­ბი ნა­თე­სავ­მა მას შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რაც მათ­თან სტუმ­რად მი­ვი­და.

როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, გარდაცვლილი წინა კვი­რას შეხვედრია და უთქვამს, გლ­დან­ში ქი­რით გა­დავ­დი­ვართ უკეთეს პირობებში, 300 ლარს მთავ­რო­ბა გვიხ­დის და 200 ლარი ჩვენ უნდა და­ვა­მა­ტო­თო.

ისინი წარმოშობით ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონიდან იყვნენ.

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების ცნობით გლდანში 5 ადამიანის გარდაცვალება ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვითაა გამოწვეული. როგორც კომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვეს, შემთხვევის ადგილას მისვლის დროს „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ღია და ანთებულ მდგომარეობაში გაზქურის ღუმელი, რომელსაც აღნიშნული ოჯახი, სავარაუდოდ, გათბობის მიზნით იყენებდა.

ფოტოები სოცქსელიდან:

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close