მედიცინა

ECDC: „ბუსტერმა“ ევროპაში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა მინიმუმ ნახევარი მილიონით შეიძლება შეამციროს

ევროპის კავშირის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერმა“ მომავალში COVID-19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა მინიმუმ ნახევარი მილიონით შეიძლება შეამციროს მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად გადამდები შტამი „ომიკრონი“ წარმოუდგენელი სისწრაფით განაგრძობს მსოფლიოში გავრცელებას.

„ბუსტერული დოზების იანვრის დამდეგისთვის მიღწეულმა რაოდენობამ შესაძლოა მომავალში „ომიკრონით“ დაავადებულთა ჰოსპიტალიზაცია 500 000-800 000-ით შეამციროს ევროპაში“, – განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა (ECDC) 27 იანვარს.

ამ გაანგარიშებაში იგულისხმება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, პლუს ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი.

„ბუსტერული პროგრამის გავრცელება მანამდე აცრილ ყველა პირზე კიდევ 300 000-500 000-ით შეამცირებდა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს“, – დასძინა ECDC-მ.

ამჟამად ევროკავშირის საერთო მოსახლეობის (450 მლნ) 70% სრულად არის აცრილი, ამ ვაქცინირებულთა ნახევარმა კი უკვე ბუსტერის დოზაც გაიკეთა.

„ომიკრონით“ დაავადების მაღალი მაჩვენებლების გამო მრავალრიცხოვანი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის თავიდან აცილება შეიძლება მიღწეულ იქნას ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდით, მათ შორის, ბუსტერული დოზების სწრაფად გაკეთებით, განსაკუთრებით – ხანდაზმულებსა და რისკჯგუფებს შორის, რაც თავიდან აგვაცილებს ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებლებს“, – განაცხადა ECDC-მ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close