მედიცინა

რატომ იბადებიან ადამიანები ძირითადად ღამით?

როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჩანდეს, პრიმატები, მათ შორის, ადამიანები, ძირითადად, დღის ყველაზე ნაკლებად აქტიურ დროს მშობიარობენ. ჩვენთვის ეს ღამესთან ასოცირდება, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რატომ იბადება ჩვილების უმეტესობა ამ დროს. ვერვეტის მაიმუნებზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა სხეულის ტემპერატურასთან კავშირი არსებობდეს – მშობიარობა ემთხვევა იმ დროს, როდესაც პრიმატების სხეულის ტემპერატურა ყველაზე ნაკლებია.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 24 მდედრი მაიმუნის სხეულის ტემპერატურა ჩაწერეს უშუალოდ მშობიარობის პროცესში. მონაცემებმა ცხადყო, რომ მშობიარობის დროს დედების სხეულის ტემპერატურა იკლებს და მხოლოდ მაშინ უბრუნდება ძველ მაჩვენებელს, როდესაც პატარა მაიმუნი იბადება.

დაბადების დაბალ ტემპერატურასთან დაკავშირებას პრიმატების უმეტესობის დღის არააქტიურ პერიოდში დაბადების ახსნა შეუძლია, რადგან ამ დროს გარემოს და სხეულის ტემპერატურა გაცილებით დაბალია. „ვფიქრობთ, ტემპერატურის ფაქტორი მნიშვნელოვან კავშირშია პრიმატების დაბადების დროსთან“, – წერენ მკვლევრები.

გარდა ამისა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მაიმუნების მსგავსად, თერმული ეფექტი ადამიანების დაბადების შემთხვევაშიც დიდ როლს ასრულებს. ადამიანებისთვის ეს დრო ღამეა, მაგრამ სხეულის ტემპერატურის დაქვეითება უკავშირდება ცირკადულ რიტმს და არა მზის პოზიციას. მაგალითად, 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სპონტანური მშობიარობის 71.5 პროცენტი საღამოზე მოდის, ან დილით ადრე – ძირითადად, შუაღამიდან დილის 6 საათამდე.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close