ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქართველი ვარსკვლავი – SEXY SALOME (ვიდეო)
სალომე ჭაჭუა მორაგბე ჯორდან ქონროისთან ერთად ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. წყვილმა უკვე ორი საკონკურსო ტური გაიარა ერთად.
სალომე პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. ის ლათინურ ცეკვებში ჩემპიონია. ასევე, არის ცეკვის სტუდია Prime Dance-ის დამფუძნებელი და დირექტორი. მისი მეწყვილე კი – ჯორდან კონროი ირლანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია.
წყვილმა უკვე მოიპოვა პოპულარობა ირლანდიაში. პრესაც დაინტერედა ქართველი მოცეკვავით. The Sun-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „სექსუალური სალომე: ვინ არის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე სალომე ჭაჭუა და სად ცეკვავდა აქამდე“.
თავისი ირლანდიური გამოცდილების და კონკურსის მიმდინარეობის შესახებ სალომე ჭაჭუამ „იმედის“ ეთერში ირლანდიიდან პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა. ის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამბობს, რომ დედამიწის ზურგზე ნებისმიერს გაუწევს კონკურენციას, რადგან იცის, რას ნიშნავს შრომა და პროფესიონალიზმი.
კომენტარები