fbpx
საზოგადოება

ვინ არის „იდუ­მა­ლი ქალი“, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სააკაშვილის ოდესის პენტჰაუსში ფარულად გადაიღეს

მიხეილ სააკაშვილის და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

უკ­რა­ი­ნულმა საინფორმაციო საშუალებამ strana.today საქართველოს ექსპრეზიდენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი სტა­ტია  გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტატიის ავტორი წერს, რომ გა­სულ ზა­ფხულს მათ გადაიღეს ფოტო, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია „იდუ­მა­ლი ქალი“, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში გა­მოჩ­ნდა.

სტატიის თანახმად, სა­ა­კაშ­ვილს აქვს პენ­ტჰა­უ­სი ელი­ტუ­რ ცა­თამბჯენ­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებს, და ბინის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­დე­ნი­ლი, შავგვრე­მა­ნი ქალი ტრი­ა­ლებ­და, რო­გორც ჩანს, სა­უზ­მის შემ­დეგ მა­გი­დას ალა­გებ­და. ასე­ვე სახ­ლში იყო მუქ ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ჰგავ­და სა­ა­კაშ­ვილს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Mikheil Saakashvili (@saakashvilim)

„მი­ხე­ი­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მყო­ფი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თველ მომ­ღე­რალს. მარ­თლაც, სო­ფოს სუ­რა­თე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამ ზა­ფხულს ის და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოდე­სა­ში ის­ვე­ნებ­დნენ, პარ­კებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ და სა­ნა­პი­რო­ზეც იყ­ვნენ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ იმ დროს სა­ა­კაშ­ვილს უკვე ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ლიზა იას­კოს­თან. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიშა და ლიზა წე­ლი­წად-­ნა­ხე­ვა­რი-ორი წე­ლია ერ­თად არი­ან“, – წე­რია სტა­ტი­ა­ში.

სოფო ნი­ჟა­რა­ძემ 2020 წლის ივ­ნის­ში ამე­რი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე შვილ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და. ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ექსპრე­ზი­დენ­ტი ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი სან­დრა რუ­ლოვსზე, რომ­ლის­გა­ნაც ორი ზრდას­რუ­ლი ვაჟი ჰყავს, ედუ­არ­დი და ნი­კო­ლო­ზი.

სააკაშვილმა შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­დე­ო­თი გა­მო­ა­ცხა­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო ლიზა იას­კოს­თან, რა­დას დე­პუ­ტატ­თან, რო­მე­ლიც ორ­ჯერ უმ­ცრო­სია მას­ზე.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close