fbpx
ისტორიამსოფლიო

კატალონიაში ალქაჯობისთვის სიკვდილით დასჯილი ქალები შეიწყალეს

კატალონიის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, რეგიონში მე-15 – მე-18 საუკუნეებში ალქაჯობის ბრალდებით სიკვდილით დასჯილი ქალები უდანაშაულოდ ცნეს. ამის შესახებ გამოცემა El Correo წერს.

ისტორიკოსების შეფასებით, ამ პერიოდის განმავლობაში კატალონიაში ალქაჯობის ბრალდებით 700 – 1000 ქალი მოკლეს. დადგენილებას მხარი მემარცხენე და ნაციონალისტურმა პარტიებმა დაუჭირეს. მათ ალქაჯებზე ნადირობა ფემიციდს შეადარეს.

დოკუმენტი კატალონიის ქალაქების ხელმძღვანელობას სთავაზობს, მოედნებსა და ქუჩებს მსხვერპლების პატივსაცემად გადაარქვან სახელწოდებები.

კატალონია ევროპის ერთ-ერთი პირველი რეგიონი გახდა ევროპაში, სადაც მე-15 საუკუნეში ალქაჯებზე ნადირობა დაიწყო. ქალებს ამ ბრალდებით ბავშვების უეცარი გარდაცვალების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ცუდი მოსავლის გამო ასამართლებდნენ. ამასთან, შეშის ეკონომიის მიზნით, სიკვდილით დასჯის მეთოდად ხშირ შემთხვევაში ჩამოხრჩობას და არა კოცონზე დაწვას ირჩევდნენ.

ალქაჯობის ბრალდებით მოკლულები უდანაშაულოებად სხვა ქვეყნებშიც აღიარეს. გერმანიასა და ნორვეგიაში მათ პატივსაცემად მემორიალები გახსნეს. მსგავს კანონპროექტზე შოტლანდიის პარლამენტიც მუშაობს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close