fbpx
მიგრაციასაბერძნეთი

ახალი კავკასია – სოფელი ჩრდილოეთ საბერძნეთში (ვიდეო)

ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს NOSTAL.GE-ზე რამდენიმე ხნის წინათ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც მივუძღვენით საბერძნეთში, ცენტრალურ მაკედონიაში მდებარე ერთ სოფელს, სახელწოდებით გეორგიანი (ΓΕΩΡΓΙΑΝΟΙ), რაც სიტყვასიტყვით „ქართველებს“ ნიშნავს (გეორგიანი – „ქართული“ სოფელი საბერძნეთში). მაშინ ამ ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ტელეკომპანია „იმედმა“ რეპორტაჟიც კი მოამზადა აღნიშნული სოფლის შესახებ.

ამჯერად გთავაზობთ კიდევ ერთი სოფლის ისტორიას, რომელიც ჩვენს რეგიონს უკავშირდება: ნეოს კავკასოსი (Νέος Καύκασος), ანუ ახალი კავკასია არის სოფელი, რომელიც ეკუთვნის ფლორინის მუნიციპალიტეტს დასავლეთ მაკედონიის რეგიონში. ის მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 680 მეტრის სიმაღლეზე ლიგისტიდის ისტორიულ მხარეში და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით.

ახალი კავკასია პონტოელმა ბერძნებმა დააარსეს კავკასიის ქალაქ ყარსიდან გაქცევის შემდეგ, რომელიც 1921 წელს თურქეთის შემადგენლობაში მოექცა. ისინი საბერძნეთში ბათუმის გავლით მოხვდნენ. სწორედ აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწოდება „ახალი კავკასია“. 1924 წელს ახალ დასახლებულ პუნქტს დამოუკიდებელი სასოფლო თემის სტატუსი მიენიჭა

დღეს ახალი კავკასიის მოსახლეობა 229 ადამიანია. სოფელს ახასიათებს სწორკუთხა ქუჩები და შენობების სწორკუთხა განლაგება. სოფლის შუაგულში გადის სარკინიგზო ხაზის მარშრუტი თესალონიკი – მონასტერი, რომელიც 1894 წელს აშენდა. დღეს ეს ხაზი უმოქმედოა, თუმცა ახალ კავკასიაში მე-20 საუკუნეში ამ მარშრუტის სასაზღვრო სადგური ფუნქციონირებდა.

გიორგი ჯანელიძე

ნახეთ ვიდეო სოფლის ხედებით და ნაცნობი მელოდიით.

მსგავს თემაზე: გეორგიანი – „ქართული“ სოფელი საბერძნეთში (ვიდეო)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close