გასული 2021 წლის განმავლობაში იტალიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მთლიანობაში 16 095 მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავის საიტზე გამოაქვეყნა გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INGV).
სპეციალისტების გამოთვლით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე დღეში, საშუალოდ, 44 მიწისძვრა ხდებოდა, რაც ყოველ ნახევარ საათში ერთ მიწისძვრას ნიშნავს.
ყველაზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი სიცილიასა და ცენტრალურ რეგიონებში – მარკესა და უმბრიაში დაფიქსირდა.
ამასთან, 2020 წელს იტალიაში ცოტათი მეტი – 16 597 მიწისძვრა მოხდა.
საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების ტენდენცია 2021-შიც გაგრძელდა და ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იტალიის ტერიტორიის მიღმა დაფიქსირდა (რუკაზე აღნიშნულია წითელი ვარსკვლავებით) – 5,0 და უფრო მეტი მაგნიტუდის მიწისძვრები 2021 წელს ალჟირში, ხორვატიასა და ადრიატიკის ზღვაში მოხდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები