მსოფლიოპოლიტიკა

ავსტრიაში აცრა სავალდებულო ხდება, აუცრელებს 3600 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ

პირველი თებერვლიდან ავსტრიის ყველა მცხოვრები, რომელსაც 18 წელი უკვე შეუსრულდა, ვალდებული იქნება, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს – სწორედ ამ დღეს შედის ძალაში კანონი, რომლის თანახმადაც ავსტრიაში კორონავირუსზე აცრა სავალდებულო ხდება. ვინც კანონს არ დაემორჩილება, სოლიდურ ჯარიმას გადაიხდის. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ისაუბრა.

მოქალაქეებს აუცრელობისთვის პირველი თებერვლიდანვე  არ დააჯარიმებენ – ჯარიმების სისტემა ცოტა მოგვიანებით, 15 მარტიდან ამოქმედდება. ჯარიმის მოცულობა საკმაოდ დიდია – 600-იდან 3600 ევრომდე. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა PULS 24. წერს. თავგადაკლული ანტივაქსერებისთვის ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ჯარიმის გადაუხდელობისთვის  კანონი ციხეს არ ითვალისწინებს.

როგორც დოკუმენტშია მითითებული, სავალდებულო აცრის მოთხოვნა 2024 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში. გამონაკლისია 18 წლამდე ასაკის მოზარდები, ორსული ქალები და აცრაზე სამედიცინო უკუჩვენების მქონე მოქალაქეები, აგრეთვე, კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები (გამოჯანმრთელებიდან 180 დღის განმავლობაში).

მიღებული გადაწყვეტილება ვენის ქუჩებში 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გააპროტესტა.

ამ დროისთვის ავსტრიაში მოსახლეობის 73%-ზე მეტი სრულად აცრილია. ბუსტერული აცრა გაკეთებული აქვს 4 100 851 ადამიანს (მოსახლეობის თითქმის 46%)

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აუცრელებზე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები წესდება.მაგ., საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც აცრაზე უარს იტყვიან, 100 ევროთი დაჯარიმდებიან ყოველთვიურად (იანვარში – 50 ევროთი, რადგან კანონი თვის შუა რიცხვებიდან ამოქმედდა); ახლა მიმდინარეობს მსჯელობა ასაკობრივი ზღვრის 50 წლამდე დაწევაზე – ანუ შესაძლოა მალე აცრა 50 წელს გადაცილებულთათვის გახდეს სავალდებულო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close