fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

ქართული სპორტის ლეგენდას – ვიქტორ სანეევს 13 იანვარს ავსტრალიაში დაკრძალავენ

13 იანვარს; 11:55 სთ-ზე სიდნეის დროით (თბილისისა და სოხუმის დროით კი – დილის 04:55 სთ-ზე) ავსტრალიაში, სიდნეის გარეუბან საზერლენდშიოლსენის ცერემონიალურ სამლოცველოში ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.

საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის, სამმაგ ხტომაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლეგენდარული ვიქტორ სანეევის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოთქვამენ ჟურნალისტი და მძლეოსნობის მწვრთნელი, ავსტრალიელი მაიკ ჰარსტი და 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირისა და ავსტრალიის წყალბურთელთა ეროვნული გუნდების მწვრთნელი, უზბეკი ერკინ შაგაევი.

ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის, კით ჯარეტის კომპოზიციასთან ერთად ცერემონიაზე „ცისფერი ტრიოს“ ორი ქართული სიმღერის ჩანაწერი აჟღერდება: „ზამთარია“ და „საქართველოო ლამაზო“.

დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ლინკზე (https://www.oneroomstreaming.com/).

12 იანვარს, 12-იდან 17 საათამდე კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში მდებარე ოლიმპიურ მუზეუმში სამძიმრის წიგნი გაიხსნება და ყველას ექნება შესაძლებლობა, ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრების და ახლობლებისთვის თანაგრძნობის სიტყვები ჩაწერონ.

ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, 1945 წლის 3 ოქტომბერს საქართველოში, სოხუმში დაბადებული ვიქტორ სანეევი 2022 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა ავტრალიის ქალაქ სიდნეიში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წავიდა ოჯახთან ერთად.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: ქართული სპორტის ლეგენდა – ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close