fbpx
მსოფლიო

პრინცესას შეუძლია ქალზე დაქორწინდეს და არ დაკარგოს სამეფო გვირგვინის ტარების უფლება

ნიდერლანდების სამეფო კარის წევრებს სრული უფლება აქვთ, იმავე სქესის ადამიანებზე დაქორწინდნენ, – „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ პრინცესა ქალზე დაქორწინდება, ის სამეფო გვირგვინის ტარების უფლებას არ დაკარგავს.

17 წლის პრინცესას, კატარინა-ამალიას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის საზოგადოებისთვის ცნობილი. მონარქების ერთნაირსქესიანი ქორწინების შესახებ საუბარი კი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ნიდერლანდებში გამოჩნდა რამდენიმე წიგნი, სადაც სამეფო ოჯახში გეიქორწინების აკრძალვაზე იყო საუბარი.

თუმცა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ დრო შეიცვალა:

„მთავრობა მიიჩნევს, რომ სამეფო გვირგვინის მემკვიდრეს შეუძლია იმავე სქესის ადამიანზე ქორწინება. ამასთან, მემკვიდრეს არ ჩამოერთმევა გვირგვინის ტარების უფლება გეიქორწინების შემთხვევაში“, – ნათქვამია რუტეს წერილში, რომელიც მან პარლამენტს გაუგზავნა..

გეიქორწინება ნიდერლანდებში 2001 წლიდან არის დაშვებული.

rustavi2.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close