ქართველები უცხოეთშისპორტი

ქართული სპორტის ლეგენდა – ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგ ხტომაში ვიქტორ სანეევი. 1945 წლის 3 ოქტომბერს საქართველოში, სოხუმში დაბადებულმა ვიქტორ სანეევმა ავტრალიაში, ქალაქ სიდნეიში დაასრულა სიცოცხლე, სადაც  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოჯახთან ერთად წავიდა საცხოვრებლად და მწვრთნელად სამუშაოდ.

არსებული ინფორმაციით, ლეგენდარული მძლეოსნის გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი გახდა.

სანეევმა სპორტული კარიერა 1956 წელს დაიწყო, როგორც სიმაღლეში მხტომელმა, თუმცა 1963 წელს სამმაგ ხტომაში დაიწყო ვარჯიში და ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია: სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1968, 1972, 1976 წლებში). 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე იგი ვერცხლის მედალს დაეუფლა (თუმცა ბევრის აზრით, მაშინ სანეევს ოქროს მედალი ეკუთვნოდა და ვერცხლს მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილების გამო დასჯერდა). იყო ევროპის ორგზის ჩემპიონი (1969, 1974); ევროპის 6-გზის ჩემპიონი დახურულ სივრცეში ხტომისას (1970-72, 1975-77); სსრ კავშირის 8-გზის ჩემპიონი (1968-1971, 1973-75, 1978). სამჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი სამმაგ ხტომაში (17,23, 17,39 და 17,44 მ).

ვიქტორ სანეევი საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close