fbpx
მსოფლიოჯანმრთელობა

საფრანგეთში 25 წლამდე ქალებისთვის კონტრაცეპტივები უფასო გახდა

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 18-იდან 25 წლამდე ქალებისთვის კონტრაცეფციული საშუალებები უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, შედეგად გაფართოვდა უკვე არსებული პროგრამა არასრულწლოვანებისთვის, რომლის მიზანია არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება. საფრანგეთის ხელისუფლების შეფასებით, პროგრამით სარგებლობას 3 მილიონამდე ქალი შეძლებს.

ამ პროგრამის ამოქმედების საფუძველი  გახდა 2021 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ახალგაზრდა ფრანგი ქალები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე ხშირად ფინანსური მიზეზების გამო ამბობენ უარს.

2022 წლიდან დაწყებული, სამედიცინო დაზღვევის სისტემა დაფარავს კონტრაცეფციის (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, საშვილოსნოსშიდა სპირალები, კონტრაცეფციული პლასტირები და ინიექციები) და მასთან დაკავშირებული პროცედურების (ყოველწლიური კონსუტაცია ექიმთან ან მეან-გინეკოლოგთან და ბიოლოგიური ტესტები) ღირებულებას წინასწარი გადახდის გარეშე“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

2013 წლიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე უფასო კონტრაცეფცია საფრანგეთში მხოლოდ 15-იდან 18 წლამდე ასაკის  გოგონებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები და ნორვეგია. დიდ ბრიტანეთში კი კონტრაცეფცია ყველა ასაკის ქალებისთვის უფასოა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close