საზოგადოება

ჩვილი, რომელიც ქაბულის აეროპორტში ამერიკელ ჯარისკაცს გადასცეს, თვეების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა – ულტიმატუმი შვილის დასაბრუნებლად

რამდენიმე თვის ბიჭი, რომელიც ავღანეთიდან აშშ-ის წარმომადგენელთა ევაკუაციის დროს მისივე სიცოცხლის გადასარჩენად ამერიკელ ჯარისკაცებს რკინის ღობიდან გადასცეს, ცოტა ხნის წინ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თალიბანის მმართველობის დამყარების შემდეგ სასოწარკვეთილი მოქალაქეები ავღანეთიდან გაქცევას დღემდე ცდილობენ.

2 თვის სოჰაილი კი ამერიკელ ჯარისკაცს რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში თავად მშობლებმა გადასცეს, რომ ქაბულის აეროპორტში შექმნილი ჭყლეტისგან დაეცვათ, თუმცა როგორც კი თავად ოჯახის წევრებმაც შიგნით შესვლა შეძლეს, ჩვილის ნახვა შეუძლებელი გახდა.

ბავშვის უშედეგო ძებნის შემდეგ მისი მამა  – მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ის საელჩოს კარისკაცი იყო, ცოლთან და 4 დანარჩენ შვილთან ერთად ამერიკაში საევაკუაციო რეისით გაემგზავრა.

შესაბამისად, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად იმყოფებოდა მათი მეხუთე, ყველაზე პატარა შვილი.

ოჯახის მიერ პატარა საჰილის ძებნის შესახებ Reuters-ში გამოქვეყნებული სტატიის შედეგად კვალი ნოემბერში 29 წლის ტაქსის მძღოლამდე მივიდა, რომელსაც ხამიდ საფი (Hamid Safi) ჰქვია.

29 წლის მძღოლის განცხადებით, საჰილი აეროპორტში მიწაზე დაწვენილი ნახა, იგი მარტო იყო და ტიროდა, ამიტომ ხამიდმა მისი სახლში წაყვანა და საკუთარ შვილებთან ერთად გაზრდა გადაწყვიტა. ჩვილს ოჯახმა სახელიც დაარქვა და ერთობლივი ოჯახური ფოტო სოციალურ ქსელში, საფის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

ჩვილის დაბადების ადგილის იდენტიფიცირების შემდეგ კი ქაბულში მისი ნამდვილი პაპა შვილიშვილის დასაბრუნებლად ავღანეთის ერთ-ერთი შორეული პროვინციიდან ჩავიდა, თუმცა, Reuters-ის ინფორმაციით, ხამიდ საფიმ, რომელმაც ჩვილი შეიფარა, მის დასაბრუნებლად ულტიმატუმი წამოაყენა – ის ბავშვის დაბრუნების ნაცვლად საკუთარი ოჯახის აშშ-ში ევაკუაციას ითხოვდა.

თვენახევრიანი მოლაპარაკებებისა და 29 წლის მძღოლის მცირეხნიანი დაკავების შემდეგ თალიბანის პოლიციამ ორ ოჯახს შორის შეთანხმების მიღწევა შეძლო და ბავშვი პაპას გუშინ დაუბრუნდა.

Reuters

აშშ-ში ევაკუირებულმა მშობლებმა პაპასთან დაბრუნებული ბავშვის ნახვა ვიდეოჩათის საშუალებით შეძლეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ შესაბამისი უწყებების დახმარებით მცირეწლოვანს მიჩიგანში გადაიყვანენ, სადაც ბავშვის ოჯახი უკვე დასახლდა.

წყარო: rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close