მედიცინამსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

ფრანგმა მეცნიერებმა მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტიდან (IHU Méditerranée Infection), პროფესორ დიდიე რაულის (Didier Raoult) ხელმძღვანელობით, ახალი ტიპის კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, 46 მუტაცია აქვს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

გავრცელებული ცნობით, მანამდე უცნობი ვარიანტით ინფიცირებულ „ნულოვან პაციენტს“ კამერუნში მოგზაურობის ისტორია აქვს. მან საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სავარაუდოდ, 12 ადამიანი დააინფიცირა. კორონავირუსის ამ ახალ ვარიანტს დროებით B.1.640.2 აღნიშვნა მიენიჭა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა ახალი ვარიანტი „ომიკრონთან“ შედარებით კიდევ უფრო გადამდები იყოს, თუმცა ეს ჰიპოთეზა ჯერ არ არის დადასტურებული. მიმდინარეობს კვლევა და ახალი ვერსიის დადასტურების შემთხვევაში „კორონავირუს SARS-CoV-2-ის ოჯახს“ კიდევ ერთი „წევრი“ შეემატება.

ამჟამად საფრანგეთში სამხრეთ აფრიკაში ნოემბერში აღმოჩენილი ვარიანტი – „ომიკრონი“ დომინირებს, რომლითაც აქტიურ პაციენტთა 60%-ზე მეტია ინფიცირებული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close